amiran-saxokia-kickboxing-kolkheti-cup-tournament

საქართველოს კუდოს ფედერაციის მწვრთნელი  ამირან სახოკია კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე  „კოლხეთის თასზე“ იბრძოლებს. სახოკია პირველობის მოპოვებას 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება.

ამირან სახოკია 1982 წლის 5 ივნისს დაიბადა. პროფესიონალურ რინგზე K1–ის წესებით  20 ბრძოლა აქვს  ჩატარებული, აქედან 16-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის 7-ჯერ  ნოკაუტით. 2007 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში (მოყვარულთა შორის). აგრეთვე არის რაიონული, რეგიონული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ „კოლხეთის თასის“ ფინალური ღონისძიება 28 იანვარს თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5) ჩატარდება. K1–ის წესებით ბრძოლაში ერთმანეთს რვა სპორტსმენი დაუპირისპირდება. გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში (65 და 70კგ) გამოვლინდება.

„კოლხეთის თასის“ ორგანიზატორები არიან ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია WFCA ვერსიით და კონტაქტური კარატეს ფედერაცია, სპონსორი კი – საქართველოს კუდოს ფედერაცია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.