ამ წუთებში, საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, “ფიტნეს 31-ში” არსებულ დარბაზში ატესტაციის პროგრამა მიმდინარეობს.
თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენები იბრძვიან. პროგრამაში კუდოს კლუბ “ბორჯღალიდან” 32, “დავითიანნიდან” 37 და “ლეგიონიდან” 13 კუდოისტი მონაწილეობს.
პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.
ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება. ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. ატესტაციის პროგრამა წარმატებით დაძლიეს ახალციხის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებმა. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.