21 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის პროგრამა თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს “ფიტნეს 31-ში” არსებულ დარბაზში ჩაუტარდებათ.
თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად კუდოს კლუბ “ბორჯღალიდან” 32, “დავითიანნიდან” 37 და “ლეგიონიდან” 13 კუდოისტი იბრძოლებს. პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ. ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება.
ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. ატესტაციის პროგრამა წარმატებით დაძლიეს ახალციხის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებმა. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.