საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ატესტაციის პროგრამა დღეს კიდევ 43-მა კუდოისტმა წარმატებით დაძლია.
ატესტაციის მორიგი ეტაპი გაიმართა ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი მონაწილეობდა.  სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.
ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება. ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. შეგახსენებთ, ატესტაცია 13 აპრილს ზუგდიდში ჩატარდა, კუდოისტებმა პროგრამა წარმატებით დაძლიეს.