ამ წუთებში ტყიბულის სპორტის სასახლეში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, 2019 წლის ატესტაციის პროგრამა მიმდინარეობს.
 თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი იბრძვის. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და გადაეცემათ სერტიფიკატები
 ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება. ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება.
შეგახსენებთ, ატესტაცია 13 აპრილს ზუგდიდში ჩატარდა, კუდოისტებმა პროგრამა წარმატებით დაძლიეს.
 საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.