საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარმა ინსტრუქტორმა, დავით ყოლბაიამ ატესტაციის პროგრამა წარმატებით ჩააბარა.
 ქალაქ მოსკოვში, დღეს გამართულ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მან III (მესამე) კიუ დაიმსახურა და მწვანე ქამრის ტარების უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ყოლბაია დღემდე მე-5 კიუს მფლობელი იყო და ატესტაციის წესების შესაბამისად, გამოცდა მე-4 კიუზე უნდა ჩაებარებინა, თუმცა მისმა მომზადების დონემ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კომისიის გადაწყვეტილებით, მე-3 კიუ მიენიჭა. კუდოს ქამრების სისტემის მიხედვით, შემდეგ ატესტაციაზე ყოლბაიას უკვე ყავისფერი ქამრის მიღების უფლება ექნება.
საქართველოს კუდოს ფედერაცია ულოცავს დავით ყოლბაიას მიღწეულ წარმატებას და მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს ქართულ კუდოსთან ერთად!