Entries by

საქართველოს კუდოს ფედერაციის განცხადება

საქართველოს კუდოს ფედერაცია ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციას და ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დროებით წყვეტს სავარჯიშო პროცესს.  შეზღუდვა ეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კუდოს ყველა კლუბს. შეგახსენებთ, საქართველოს კუდოს ფედერაციამ COVID 19-ის გამო უკვე გადადო დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების ატესტაცია, რომელიც 16 მარტს იყო ჩანიშნული.

ბატონი დავით ხახუტაშვილი გილოცავთ ახალ წელს

საქართველოს კუდოს ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი – ბატონი დავით ხახუტაშვილი გილოცავთ ახალ წელს: “საქართველოს კუდოს ფედერაციის სახელით, მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით – სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და მათ გულშემატკივრებს! ბედნიერების, სიკეთისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის! 2019 წელი საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის გასულ წლებზე არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა: ჩავატარეთ საგაზაფხულო და საშემოდგომო […]

საქართველოს კუდოს ფედერაციაში 2019 წელი შეაჯამეს

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციაში 2019 წელი შეაჯამეს. საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა ალექსი ფილფანმა მიმდინარე წლის შედეგებზე კუდოს მწვრთნელებთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სხვადასხვა შეჯიბრი მაღალ დონეზე ჩატარდა და კუდოს მიმართ ინტერესი გაიზარდა, რისი დასტურიც კუდოს კლუბებში სპორტსმენების რაოდენობის გაზრდაა. დღეს ასევე 2020 წელს დაგეგმილი […]

კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

15 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა.  ჩემპიონატი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი “ანეთი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი ” ახალსოფელი” მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა. საქართველოს ჩემპიონატს აგრეთვე ესწრებოდა წარმატებული ქართველი კუდოისტი, მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი რაულ თუთარაული. […]

15 დეკემბერს კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება

15 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას 100-ზე მეტი კუდოისტი მიიღებს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდება. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.  ჩემპიონატი საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის სრული მხარდაჭერით იმართება. შეგახსენებთ, საქართველოში კუდოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, დავით ხახუტაშვილი კუდოს ფედერაციას […]

ატესტაციის მორიგი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის მორიგი ეტაპი დასრულდა. 20 ოქტობერს თბილისის 136-ე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში დედაქალაქში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა წარმატებით გაიარეს ატესტაცია კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი და ქამრების ტარების უფლება მიენიჭათ. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას წელიწადში ორჯერ ატარებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

დღეს თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს ატესტაცია ჩაუტარდათ

დღეს თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს “ფიტნეს 31-ში” ატესტაცია ჩაუტარდათ. თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად კუდოს კლუბ “ბორჯღალიდან” 32, “დავითიანნიდან” 37 და “ლეგიონიდან” 13 კუდოისტი იბრძოდა. ყველა სპორტსმენმა პროგრამა წარმატებით დაძლია. კუდოისტებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.  ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება.  ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების […]

ატესტაცია წარმატებით გაიარეს ზუგდიდისა და წალენჯიხის კუდოს კლუბების სპორტსმენბმა

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის მორიგ ეტაპს აგრძელებს.  13 ოქტომბერს ზუგდიდის სპორტსკოლაში ატესტაცია წარმატებით გაიარეს ზუგდიდისა და წალენჯიხის კუდოს კლუბების სპორტსმენბმა. კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი და ქამრების ტარების უფლება მიენიჭათ.   საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას წელიწადში ორჯერ ატარებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 19 ოქტომბერს თანრიგის მოსაპოვებლად ახალციხელი კუდოისტები იბრძოლებენ;

ატესტაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის მორიგი ეტაპი დაიწყო.  დღეს ამბროლაურის სპორტსკოლაში ატესტაცია ამბროლაურის კუდოს კლუბ “ავაზას” 15-მა და ტყიბულის კლუბ “სამურაის” 11-მა კუდოისტმა წარმატებით გაიარა.  კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი და ქამრების ტარების უფლება მიენიჭათ.  საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას წელიწადში ორჯერ ატარებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 13 ოქტომბერს თანრიგის მოსაპოვებლად ზუგდიდისა და წალენჯიხის კუდოისტები იბრძოლებენ.

საქართველოს თასი კუდოში 2019

30 ივნისს, თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში, კუდოში საქართველოს თასი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა. უფროს ასაკში ვაჟებს შორის გამარჯვება ნიკა ხუდოიანმა, კოტე ჯანგავაძემ და ნიკა ყულუმბეგაშვილმა მოიპოვეს, გოგოებს შორის კი თასის მფლობელები სალომე გველესიანი და ანანო გურგენიძე გახდნენ. გამარჯვებულებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ.