Entries by

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2021

19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა. საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

ზუგდიდში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში

18 თვიანი პაუზის შედეგ კუდო დაბრუნდა. კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე კუდოში პირველი ტურნირი ჩატარდა. 14 ივლისს ზუგდიდში მდებარე ცენტრალურ სპორტულ კომპლექსი საქართველოს თასი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში. საქართველოს თასი კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ტურნირი საქართველოში არსებული კოვიდ რეგილაციების დაცვით […]

დავით ყოლბაიას კუდოში პირველი დანი მიენიჭა

საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორს, დავით ყოლბაიას კუდოში პირველი დანი მიენიჭა. დავით ყოლბაიამ 7 საათიანი ატესტაცია წარმატებით გაიარა და შავი ქამრის მფლობელი გახდა. აღნიშნული შედეგი საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის და სპორტის ამ სახეობის განვითრებისთვის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია.  ვულოცავთ დავით ყოლბაიას პირველ დანს და მომავლში კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.

ტაკაში აზუმა გარდაიცვალა

საქართველოს კუდოს ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, კუდოს ფუძემდებლისა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ტაკაში აზუმას გარდაცვალების გამო. კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სენსეი აზუმა დღეს, 3 აპრილს, 71 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. საქართველოს კუდოს ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად კუდოს სამყაროს. ტაკაში აზუმა 1949 წლის 22 მაისს დაიბადა იაპონიის ქალაქ კესენუმაში. ის ფლობდა […]

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის დაბადების დღეა!

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის დაბადების დღეა! მან 2016 წელს პირადი სახსრებით დააფუძნა საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ქველმოქმედებას ახორციელებს. მისი ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კუდოს პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ინვევტარითა და სპორტული ფორმებით. დავით ხახუტაშვილის პირადი გადაწყვეტილებით, წარმატებული ქართველი კუდოისტები რეგულარულად […]

დავით ყოლბაიამ წარმატებით გაიარა ატესტაცია და პირველი კიუ მიენიჭა

საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას მორიგი წარმატება. დავით ყოლბაიამ წარმატებით გაიარა ატესტაცია და პირველი კიუ მიენიჭა. საქართველოს კუდოს ფედერაცია დავით ყოლბაიას ულოცავს აღნიშნულ წარმატებას და ქართულ კუდოსთან ერთად ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.  სპორტი მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის წარმოსაჩენად, საქართველოს კუდოს ფედერაციის უმთავრესი მიზანი ჩვენი სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს კუდოს ფედერაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იმედი გვაქვს მალე ერთიან საქართველოში ვიზეიმებთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ქართველი კუდოუსტები კი აგრძელებენ ბრძოლას სამშობლოსთვის.  

ქართველი კუდოისტები სახლის პირობებში ვარჯიშს აგრძელებენ

ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქართველი კუდოისტები სახლის პირობებში ვარჯიშს აგრძელებენ. კუდოს მწვრთნელები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორისგან, დავით ყოლბაიასგან სპეციალურ ინსტრუქციას იღებენ, რის მიხედვითაც კუდოისტები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. 2 სპორტსმენის ერთად ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. #დარჩისახლში #ივარჯიშესახლში #იცხოვრეჯანსაღად #საქართველოსკუდოსფედერაცია

ქრისტე აღდგა

ქრისტე აღდგა საქართველოს კუდოს ფედერაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! #დარჩისახლში #საქართველოსკუდოსფედერაცია