ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქართველი კუდოისტები სახლის პირობებში ვარჯიშს აგრძელებენ.
კუდოს მწვრთნელები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორისგან, დავით ყოლბაიასგან სპეციალურ ინსტრუქციას იღებენ, რის მიხედვითაც კუდოისტები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.
2 სპორტსმენის ერთად ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.