საქართველოს კუდოს ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, კუდოს ფუძემდებლისა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ტაკაში აზუმას გარდაცვალების გამო.
კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სენსეი აზუმა დღეს, 3 აპრილს, 71 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად კუდოს სამყაროს.
ტაკაში აზუმა 1949 წლის 22 მაისს დაიბადა იაპონიის ქალაქ კესენუმაში. ის ფლობდა შავ ქამარს (IX დანი) კიოკუშინ კარატეში, შავ ქამარს (III დანი) ძიუდოში და შავ ქამარს (IX დანი) კუდოში.
აღსანიშნავია, რომ აზუმა 2017 წელს საქართველოს ეწვია, ქართველი კუდოისტებისთვის სემინარი და ატესტაცია (საკვალიფიკაციო გამოცდა) ჩაატარა და თანრიგებიც პირადად მიანიჭა.