ჩანაწერები

19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
საქართველოს კუდოს ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, კუდოს ფუძემდებლისა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ტაკაში აზუმას გარდაცვალების გამო.
კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სენსეი აზუმა დღეს, 3 აპრილს, 71 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად კუდოს სამყაროს.
ტაკაში აზუმა 1949 წლის 22 მაისს დაიბადა იაპონიის ქალაქ კესენუმაში. ის ფლობდა შავ ქამარს (IX დანი) კიოკუშინ კარატეში, შავ ქამარს (III დანი) ძიუდოში და შავ ქამარს (IX დანი) კუდოში.
აღსანიშნავია, რომ აზუმა 2017 წელს საქართველოს ეწვია, ქართველი კუდოისტებისთვის სემინარი და ატესტაცია (საკვალიფიკაციო გამოცდა) ჩაატარა და თანრიგებიც პირადად მიანიჭა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციას და ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დროებით წყვეტს სავარჯიშო პროცესს.
 შეზღუდვა ეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კუდოს ყველა კლუბს.
შეგახსენებთ, საქართველოს კუდოს ფედერაციამ COVID 19-ის გამო უკვე გადადო დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების ატესტაცია, რომელიც 16 მარტს იყო ჩანიშნული.
დღეს თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს “ფიტნეს 31-ში” ატესტაცია ჩაუტარდათ.
თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად კუდოს კლუბ “ბორჯღალიდან” 32, “დავითიანნიდან” 37 და “ლეგიონიდან” 13 კუდოისტი იბრძოდა. ყველა სპორტსმენმა პროგრამა წარმატებით დაძლია. კუდოისტებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.
 ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება.  ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა.  ატესტაციის პროგრამა ასევე წარმატებით დაძლიეს ახალციხის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებმა.
 საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს. გაზაფხულის ატესტაცია დასრულდა. მორიგი ეტაპი შემედგომაზე ჩტარდება.
30 ივნისს თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში (ც. დადიანის #134)კუდოში საქართველოს თასი გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართება;
 დღეს კუდოისტებმა წონები ჩააბარეს და საქართველოს თასისთვის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებიან. საქართველოს თასი კუდოში 10:00 საათიდან დაიწყება.
21 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის პროგრამა თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს “ფიტნეს 31-ში” არსებულ დარბაზში ჩაუტარდებათ.
თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად კუდოს კლუბ “ბორჯღალიდან” 32, “დავითიანნიდან” 37 და “ლეგიონიდან” 13 კუდოისტი იბრძოლებს. პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ. ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება.
ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. ატესტაციის პროგრამა წარმატებით დაძლიეს ახალციხის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებმა. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.
საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ატესტაციის პროგრამა დღეს კიდევ 43-მა კუდოისტმა წარმატებით დაძლია.
ატესტაციის მორიგი ეტაპი გაიმართა ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი მონაწილეობდა.  სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.
ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება. ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. შეგახსენებთ, ატესტაცია 13 აპრილს ზუგდიდში ჩატარდა, კუდოისტებმა პროგრამა წარმატებით დაძლიეს.
ამ წუთებში ტყიბულის სპორტის სასახლეში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, 2019 წლის ატესტაციის პროგრამა მიმდინარეობს.
 თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი იბრძვის. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და გადაეცემათ სერტიფიკატები
 ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება. ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება.
შეგახსენებთ, ატესტაცია 13 აპრილს ზუგდიდში ჩატარდა, კუდოისტებმა პროგრამა წარმატებით დაძლიეს.
 საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.