25 დეკემბერს საქართველოს კუდოს ფედერაციის ოფისში წლის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა: პრეზიდენტმა დავით ხახუტაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსი ფილფანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბეგიაშვილმა, მწვრთნელებთან და ნაკრების წევრებთან ერთად, წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს; შეხვედრის მთავარი თემა 2018 წლის კუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იყო.
 
შეხვედრის დასასრულს, კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის, დავით ხახუტაშვილმა 3000 ლარით დააჯილდოვა ეროვნული ნაკრების კაპიტანი რაულ თუთარაული. ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით, ფულადი პრემიები აგრეთვე გადაეცათ რაულის მწვრთნელს – გიორგი კაბულაშვილსა და ნაკრების ყველა წევრს, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.
 
აგრეთვე, ფედერაციის პრეზიდენტმა პირველი დანის მფლობელ კანდიდატებს იაპონიიდან ჩამოტანილი შავი ქამრები და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა რომ შემდეგი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება საქართველოს კუდოს ფედერაციისა და თითოეული კუდოისტისთვის.