დღეს კუდოში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ღონისძიებას ამბროლაურის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა!
 
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს კუდოისტებმა ამბროლაურიდან, ტყიბულიდან, ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან!
 
გამარჯვებულები 14 საშეჯიბრო კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენები სერტიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ!
 
ჩემპიონატს დაესწრნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ბატონმა დავით ღუდუმიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა ზვიად მხეიძემ და ამბროლაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბონდო სარდანაშვილმა.
 
საქართველოს კუდოს ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო რწმუნებულის – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასპორტო სკოლას.