საქართველოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ;
 
საქართველოს ნაკრებმა კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად იასპარეზა. ისტორიული მედლის მოპოვება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რაულ თუთარაულმა შეძლო. 240 კატეგორიაში ქართველი ვერცხლს დაეუფლა. რაულს ფინალურ შეხვედრაში ნეკნის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც დამატებით დროში ასპარეზობა ვეღარ შეძლო;
 
მსოფლიოს პირველობა 1-2 დეკემბერს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართა;
 
საქართველოს კუდოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით გაემგზავრა;
 
საქართველოს კუდოს ფედერაცია მადლობას უხდის თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში რეგისტრირებული სპორტსმენების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;
 
️საქართველო კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის ქომაგებს. გულშემატკივრობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იგრძნობოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.