საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, 2019 წლის ატესტაციის პროგრამის პირველი ეტაპი გრძელდება. 14 აპრილს ატესტაცია ტყიბულის სპორტის სასახლში 11:00 საათიდან დაიწყება.  თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭებათ და გადაეცემათ სერტიფიკატები.
ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება.
ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.