საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, 2019 წლის ატესტაციის პროგრამის პირველი ეტაპი ზუგდიდში ჩატრდა;

თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში ზუგდიდიდან 39, წალენჯიხიდან კი 15 კუდოისტი მონაწილეობდა. სასურველ შედეგს ყველა სპორტსმენმა მიაღწია;

კუდოისტებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს პროგრამა, თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ;

ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება;

ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს;

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.