ჩანაწერები

19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
???? 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
 სპორტი მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის წარმოსაჩენად, საქართველოს კუდოს ფედერაციის უმთავრესი მიზანი ჩვენი სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს კუდოს ფედერაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იმედი გვაქვს მალე ერთიან საქართველოში ვიზეიმებთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
ქართველი კუდოუსტები კი აგრძელებენ ბრძოლას სამშობლოსთვის.