რამდენიმე წუთის წინ   საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია გაემგზავრა მალტას რესპუბლიკის ქალაქ  პემბროკეში, სადაც 1-3 ივლისს კუდოში ევროპის ჩემპიონატი იმართება ჯუნიორებს შორის.

ევროპირველობაზე საქართველოდან 6 კუდოისტი იასპარეზებს.  საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით გაემგზავრა. დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა. ქართველი კუდოისტები ევროპირველობაზე 3 ივლისს იასპარეზებენ.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით წავიდნენ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“  მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

     U13

– 42 კგ. – დიმიტრი ბერაია

     U16

-48 – ლადო აფრასიძე

– 58 – გიორგი ჟვანია

+ 68 – საბა მაქაცარია

     U19

-240 – ლუკა ნასარიძე

-260  – ვასილ დვალაძე