22 მაისს ამბროლაურში,  კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, საქართველოს თასი გაიმართება კუდოში.  ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-მდე კუდოისტი მიიღებს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართება, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები იასპარეზებენ.

საქართველოს თასი  კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების დაცვით ჩატარდება. 16 წლამდე კუდოისტთა შორის შეჯიბრი წონითი კატეგორიის მიხედვით გაიმართება, 16 წლიდან კი ყველა კატეგორია განისაზღვრება წონისა და სიმაღლის ჯამით.

საქართველოს თასი კუდოში 22 მაისს 11:00 საათიდან დაიწყება, გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ქ. ამბროლაური, ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა,  რუსთაველის ქუჩა #2