მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ კუდოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი  საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩარატრდა. ჩემპიონატის მხარდამჭრები იყვნენ, კომპანია „ენერგო ინვესტი“, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და სავაჭრო კომპანია „ქართული სახლი“.

კუდოს ეროვნული ფედერაციის ორწლიანი არსებობის განმავლობაში, საქართველოში  ჩემპიონატი კუდოში პირველად ჩატარდა. შეჯიბრის სარგანიზაციო საკითხებში  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოელმა სპეციალისტებმა, რომლებიც თბილისს ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვივნენ.

შეჯიბრში მონაწილეობა საქარველოს სხვადასხვა რეგიონიდან  100–ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველ მსაჯებთან ერთად ტურნირის სამართლიანად წარმართვაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები,  დენის სინიუტინი (შავი ქამარი, IV დანი) და იური გუბარევი (შავი ქამარი, III დანი) მონაწილეობდნენ.  საქართველოს ჩემპიონატზე სპორტსმენები  6 წლიდან  ასპარეზობდნენ, რომელთაც მომზადების მაღალი დონე უჩვენეს,  საინტერსო იყო გოგონების ორთაბრძოლები. აღსანინავია, რომ კუდოს უსაფრთხოების წესების დამსახურებით, შეჯიბრმა სერიოზული ტრავმების გარეშე ჩაიარა. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატის შესახებ, საქართველოს  კუდოს ფედერაციის დაფუძნებელმა და პრეზდენტმა ისაუბრა:

“საკმაოდ დინამიკური და აქტიური ჩემპიონატი გამოვიდა. მოხარული ვარ, ასეთი ტემპით რომ ვითარდება კუდო საქართველოში. იმედი მაქვს,  სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს,” – განაცხადა ბატონმა დავით ხახუტაშვილმა.

კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ, ვისაც საქართველოს კუდოს ფედერაციის საქმიანობაში  გამორჩეული წვლილი აქვთ შეტანილი. ფედერაციის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, საბრძოლო ხელოვნება კუდოს საქართველოში შემოტანისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო თავად დავით ხახუტაშვილსაც გადაეცა.

საქართვეოს კუდოს ჩემპიონატი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით  ახალსოფლის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კახელომ“ ,  კვარტეტმა „ანეთმა“ (ხელმძღვანელი – იზა წყალობაშვილი) და ქორეორგაფიულმა ანსამბლმა „ახალსოფელი“ (ხელმძღვანელი – მარიეტა არჩუაშვილი) გააფორმეს.

შეგახსენებთ,  საქართველოს კუდოს ფედერაცია 2015 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც  კუდოს საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია და აღიარებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ფედერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 400–ზე მეტ სპორტსმენს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის ეროვნულ ნაკრებ გუნდში ირიცხებიან საერთაშორისო დონის სპორტსმენები, მათ შორის – 2017 წლის მსოფლიო თასის მფლობელი.

საქარტველოს  კუდოს ფედერაცია,  ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

  • შავი ქამრის მფლობელს (III დანი) შიდოკანში, ვლადიმერ ჯიშიაშვილს;
  • საქართველოს კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების პროტოკოლის თავმჯდომარეს, დავით ყოლბაიას!
  • საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრსა და რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, შავი ქამრის (VI დანი) მფლობელს კუდოში, რომან ანაშკინს;
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, შავი ქამრის (IV დანი) მფლობელს კუდოში დენის სინიუტინს;
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, შავი ქამრის (III დანი) მფლობელს კუდოში იური გუბარევს;
  • კუდოს კლუბ “ევო”–ს წევრს, შავი ქამრის (III დანი) მფლობელს კუდოში, ოლეგ ზორინს;
  • მწვრთნელებს, მსაჯებს და საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს.