ჩანაწერები

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ძლიერი შემადგენლობით ემზადება. კონტინენტის პირველობა  19 წლამდელებსა და უფროსებს შორის 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება. 

2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში.

ქართველი კუდოისტები  ევროპირველობისთვის  არასრული შემადგენლობით თბილისში, კუდოს კლუბ „დავითიანნში“ ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრების წევრებს საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელი მამუკა შონია ავარჯიშებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში ამჟამად 4 კუდოისტი, ვასილ დვალაძე, ლევან დარასელია, თორნიკე  კურტანიძე და გიორგი ჟვანია ემზადებიან. რომეო გაბლაია და სედრაკ კარაპეტიანი კუდოს ნაკრებს უახლოეს მომავალში შემოუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან.  სედრაკ კარაპეტიანი (U19) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გიორგი ჟვანია (U16) და ვასილ დვალაძე (U19) ევროპის მოქმედი ჩემპიონები, დვალაძეს 2022  წელს ევროპირველობაზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

კაუნასში ევროპირველობის ფარგლებში, 30 ოქტომბერს გაიმართება მწვრთნელთა  შავი ქამრებისა და დანის მისანიჭებელი საკვალიფიკაციო გამოცდა, სადაც საქართველოდან კუდოს  მწვრთნელები, დავით დუშუაშვილი, რომეო გაბლაია და მამუკა შონია მეორე დანის გამოცდებს ჩააბარებენ.

საქართველოს კუდოს ნაკრები ლიეტუვაში 26 ოქტომბერს გაემგზავრება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260

გიორგი ჟვანია –  U19, კატეგორია – 240

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260

ვასილ დვალაძე-  U19,  კატეგორია -270

 

 

1-3 ივლისს მალტას რესპუბლიკის ქალაქ  პემბროკეში კუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ჯუნიორებს შორის.

ევროპირველობაზე საქართველოდან 6 კუდოისტი იასპარეზებს.  საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა. ჩვენი დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით 30 ივნისს გაემგზავრება.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით მიემგზავრებიან. საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“ მხარდაჭერისთვის.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

     U13

– 42 კგ. – დიმიტრი ბერაია

     U16

-48 – ლადო აფრასიძე

– 58 – გიორგი ჟვანია

+ 68 – საბა მაქაცარია

     U19

-240 – ლუკა ნასარიძე

-260  – ვასილ დვალაძე