მსოფლიოს პირველობა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში 1-2 დეკემბერს გაიმართება.
 
გახსნის ოფიციალური ცერემოანი თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართბა. კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური განრიგის თნახმად, 19 წლამდე კუდოისტები ასპარეზობას 06:30 საათიდან დაიწყებენ. უფროსები კი შეჯიბრში 08:30 საათიდან ჩაერთვებიან. ფინალური შეხვედრები 2 დეკემბერს გაიმართბა.
 
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ოფტიმალურ ფორმაში ხვდება.
 
საქართველოსთვის 2018 წლის მსოფლიოს პირველობა გამორჩეულია, რადგან ჩვნი ქვეყანა კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირელად მიიღებს მონაწილეობას.
 
საქართველოს კუდოს ნაკრების შემადგენლობა:
შეგახსენებთ, კუდოში კატეგორიები წონისა და სიმაღლის ჯამით გამოითვლება.
რაულ თუთარაული (კაპიტანი) – 240 კატეგორია
ლიანა ჯოჯუა – აბსულუტური კატეგორია
მათე სანიკიძე – 250 კატეგორია
ზაზა ქინძოძე – 260 კატეგორია
ბექა გოგალაძე – 230 კატეგორიაში
ანა რეხვიაშვილი – 230 კატეგორია (იუნიორები)
ლაშა ლომთაძე – 230 კატეგორია (იუნიორები)
ნიკა ხუდოიანი – 250 კატეგორიაში (იუნიორები)