საქართველოს კუდოს ფედერაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი – ბატონი დავით ხახუტაშვილი, პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციის, GAMMA Pro-ის დირექტორად დაინიშნა. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს შერეული ორთაბრძოლების სახეობების განვითარების ხელშეწყობას ევროპის მასშტაბით.

ინფორმაცია დავით ხახუტაშვილის დანიშვნის შესახებ GAMMA Pro-ის ვებგვერდზე გუშინ – 23 ივნისს გამოქვეყნდა:

„ბატონი დავით ხახუტაშვილი პირადად ზრუნავს სპორტის განვითარებაზე. მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს საქართველოს კუდოს ფედერაციას (რომელიც აღიარებულია კუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან და ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოსგან). ფედერაცია აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს საქართველოს მასშტაბით და ისინი კუდოში უფასოდ ვარჯიშობენ“ – აღნიშნულია სტატიაში.

GAMMA Pro, თავდაპირველი სახელწოდებით UWMMA, შვეიცარიაში 2019 წელს დაარსდა. მისი, როგორც საერთაშორისო ხელმძღვანელი ორგანოს, მიზანია პროფესიონალური შერეული საბრძოლო ხელოვნებების განვითარება მსოფლიოს მასშტაბით.