24 მარტს, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში;

ტურნირში მონაწილეობდნენ კუდოისტები თბილისის სხვადასხვა კლუბებიდან და ახალციხელი სპორტსმენები, ახლადჩამოყალიბებული კუდოს კლუბ “სპარტადან” ;

აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა ცამეტ საშეჯიბრო კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატში ასპარეზობდნენ კუდოისტები 6 წლიდან;

გამარჯვებულები ასაკისა და საშეჯიბრო კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ;

აღსანიშნავია, რომ კუდოს მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ტურნირზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობით დადასტურდა;

საქართველოს კუდოს ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებსა და მის დირექტორს, ბორია ფირცხელიანს;

 ასევე მადობას ვუხდით კუდოს მწვთნელებს,მსაჯებსა და სპორტსმენებს. მადლობა გულშემატკივრებს, თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ვიდეოს ხილვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:
აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში