13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში კუდოში  საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი  სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს შესაბამისი  მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

წელს კუდოს მსაჯთა ბრიგადას ახალგაზრდა კუდოისტები შეურთდნენ, ლუკა ყოლბაია,  საბა მაქაცარია და სალომე კილასონია, სალომე ქართული კუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსაჯია.

საქართველოს კუდოს ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს.