22 მაისს ამბროლაურში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე კუდოისტმა მიიღო. საქართველოს თასი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზებდნენ. გამარჯვებულებს, თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.
 საქართველოს თასი კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების დაცვით ჩატარდა. 16 წლამდე კუდოისტთა შორის შეჯიბრი წონითი კატეგორიის მიხედვით გაიმართა, 16 წლიდან კი ყველა კატეგორია განისაზღვრა წონისა და სიმაღლის ჯამით.