მალტას რესპუბლიკაში მიმდინარე ევროპირველობაზე საბა მაქაცარიამ 16 წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა კუდოისტმა + 68 კატეგორის ფინალში ლიეტუველი ნოჯუს მარტუსევიჩიუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.