საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და მწვრთნელებს შეხვდნენ, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს, შეაჯამეს ჯუნიორთა ევროპირველობა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და ჩემპიონთა მწვრთნელებს ფულადი პრემია და სპეციალური სიგელები გადასცეს;
მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შოროს ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;
?დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.) ოქრო
?ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
?გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
? საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
? ლუკა ნასარიძე – U19 (-240)
? ვასილ დვალაძე – U19 (-260), დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა;