ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედლით ქართველი კუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები და ახლობლები დახვდნენ.
მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპინატზე ჯუნიორთა შოროს ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა:
?დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.) ოქრო
?ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
?გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
? საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
? ლუკა ნასარიძე – U19 (-240)
? ვასილ დვალაძე – U19 (-260), დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფება დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა.

დავით ყოლბაიამ და დავით დუშუაშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე სპეციალური კურსი გაიარეს და დღეს  ევროპირველობაზე იმსაჯეს.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით წავიდნენ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“  მხარდაჭერისთვის.