ამბროლაურში არსებული კუდოს კლუბი “ავაზა” პანდემიის ფონზე, რეგულარულ ვარჯიშს აგრძელებს.  კუდოში ვარჯიში ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. 

კუდოს კლუბი “ავაზა” ქალაქ ამბროლაურში რუსთაველის ქუჩა #2 კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში ფუნქციონირებს.

 კლუბის მთავარი მწვრთნელი დავით დუშუაშვილი ვარჯიშს კვირაში ოთხჯერ ატარებს.  რაჭველი კუდოისტები რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა ტურნირებში და წარმატებით ასპარეზობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ კუდოს კლუბებს შორის ყველაზე მეტი, 6 გოგო სწორედ ამბროლაურში, დავით დუშუაშვილთან ვარჯიშობს.

ვარჯიშის განრიგი:

სამშაბათი –  16:30 – 18:00 საათი

ხუთშაბათი – 16:30 – 18:00 საათი

შაბათი – 12:00 – 14:00 საათი

კვირა – 12:00 – 14:00 საათი