6-დან 6 მედალი, 5 ოქრო და 1 ვერცხლი, – წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის;

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან სამ სხვადახვა კატეგორიაში  ექვსმა კუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;   13 წლამდელთა შორის ჩემპიონი დიმიტრი ბერაია (– 42 კგ.) გახდა. 16 წალდელებში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები – ლადო აფრასიძე   (-48 ),  გიორგი ჟვანია  (– 58),   საბა მაქაცარია (+ 68 ) გახდნენ. 19 წლამდელთა შორის ვერცლის მედალი   ლუკა ნასარიძემ  (-240) მოიპოვა, ჩემპიონი კი ვასილ დვალაძე (-260) გახდა, დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს   ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფება დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა.

დავით ყოლბაიამ და დავით დუშუაშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე სპეციალური კურსი გაიარეს და დღეს  ევროპირველობაზე იმსაჯეს.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით წავიდნენ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“  მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ნაკრების შედეგი:

🥇დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.) 
🥇ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
🥇გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
🥇 საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
🥇 ვასილ დვალაძე – U19 (-260)
🥈 ლუკა ნასარიძე – U19 (-240)