საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და მწვრთნელებს შეხვდნენ, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს, შეაჯამეს ჯუნიორთა ევროპირველობა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და ჩემპიონთა მწვრთნელებს ფულადი პრემია და სპეციალური სიგელები გადასცეს;
მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შოროს ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;





