საქართველოს კუდოს ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი  ბატონი დავით ხახუტაშვილი ფედერაციის გუნდს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. 

საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს ვულოცავ ახალი წლის შემობრძანებას! მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!

გასული 2017 წელი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ფედერაციისთვის. მივიღეთ აღიარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან, მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული კუდოს მსოფლიო თასზე, ვუმასპინძლეთ სახეობის დამფუძნებელსა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, სენსეი ტაკაში აზუმას, ჩავატარეთ პირველი დამოუკიდებელი საატესტაციო გამოცდა და პირველი ეროვნული ჩემპიონატი კუდოში.

ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა გუნდური მუშაობისა და თითოეული თქვენგანის მონდომების გარეშე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელსაც საკუთარი წვლილი მიუძღვის საქართველოში სპორტის ამ სახეობის დანერგვასა და შემდგომ განვითარებაში. ჩემის მხრივ გპირდებით, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა ძალას არ დაიშურებს კიდევ უფრო მასშტაბური შედეგების მისაღწევად.  მჯერა, რომ ურთიერთპატივისცემით, ერთიანობითა და დაუღალავი მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს!

მიგულეთ თქვენს სამსახურში!