9 მედალი, გუნდური პირველი ადგილი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP, –  ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს კუდოს ნაკრებმა   ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის.

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში  10-მა კუდოისტმა იასპარეზა და მედალი  ცხრამ მოიპოვა.   ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ). აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.

ტურნირის უძვირფასესი (MVP) კუდოისტი საბა მარკელია (U16, -42 კგ) გახდა.  საუკეთესო ტექნიკური მაჩვენბლებისთვის გუკა ხუბუტია  (U16,  – 48კგ) დააჯილდოვეს.

საქართველოს ღირსება გოგოებს შორის იცავდა  ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბლაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 9 მედალია, 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;

ანდრია სხულუხია U13 (-42კგ)

ანდრია ზუხბაია U13 (52+კგ)

საბა მარკელია U16 (-42 კგ)

გუკა ხუბუტია – U16 ( – 48კგ)

ლადო აფრასიძე U16 (-58 კგ)

გოგა სიჭინავა U16 (-58კგ)

ნიკოლოზ ჟვანია U13 (52+ კგ)

დემეტრე კესარელი – U 11 (- 40კგ.)

ანჟელა მომცელიძე U16 (-63კგ)

საქართველოს კუდოს ნაკრები წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში 6 თებერვალს დაბრუნდება.

 

3-4 თებერვალს, მალტაზე, ქალაქ პემბრუკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება იუნიორებს შორის.

ევროპირველობაზე 13 ქვეყნის 200-მდე კუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის 10 საქართველოდან. 3 თებერვალს ტატამზე   U9, U11 ბიჭები და 7-15 წლის გოგოები გავლენ. 4 თებერვალს შეჯიბრი  13 და 16 წლამდე კუდოისტებს შორის გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დემეტრე კესარელი – U 11 (- 40კგ.);

ანდრია სხულუხია – U13 (-42კგ);

ანდრია ზუხბაია – U13 (52+კგ);

ნიკოლოზ  ჟვანია U13 52+ კგ

საბა მარკელია U16 (-48კგ);

გუკა ხუბუტია – U16 (48კგ);

გოგა სიჭინავა U16 (-58კგ);

ლადო აფრასიძე U16 (-58კგ);

გიორგი ხარატიშვილი U16 (-68კგ);

ანჟელა მომცელიძე U16 (-63კგ);

ჩვენი გუნდი საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ქართველი კუდოისტები მწვრთნელებთან და კუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მალტაზე 2 თებერვალს გაემგზავრებიან.

თბილისში კუდოს მორიგი სექცია გაიხსნა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კუდოზე ვარჯიშიქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემიაშიშეუძლია.

ტიტულოვანი ქართველი კიკბოქსიორის, დავით ქირიას მიერ დაფუძნებულ საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში  კუდოს სექციას მწვრთნელი რომეო გაბლაია ხელმძღვანელობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ დარბაზში კუდოში ვარჯიში კვირაში სამჯერ ტარდება.

თბილისი, შალვა ნუცუბიძის #129

დაგვიკავშირდით:

☎️ 575 779 108   

☎️ 597 233 133

☎️ 577 158 746

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას, სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ. შეხვედრაზე 2023 წელს მიღწეული წარმატებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დავით ხახუტაშვილმა კუდოისტებსა და მწვრთნელებს, ასევე ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2023 წელს მიღწეული წარმატებისთვის.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა, (5ოქრო, 1 ბრინჯაო).

ევროპის ჩემპიონები  ლევან დარასელია  (უფროსები, კატეგორია -230), გიორგი ჟვანია (U19, კატეგორია – 240), თორნიკე კურტანიძე  (U19, კატეგორია – 230),  სედრაკ კარაპეტიანი  (U19 კატეგორია – 260) და ვასილ დვალაძე (U19, კატეგორია -270) გახდნენ, რომეო გაბლაიამ (უფროსები, კატეგორია -260) კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

ევროპის ჩემპიონებთან და პრიზიორთან ერთად ასევე ფულადი პრემია გადეცათ მათ მწვრთნელებს, დავით დუშუაშვილს, გელა კახიშვილს, ირაკლი პაპავას და მამუკა შონიას.

2023 წელი საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონატზე ლევან დარასელიამ უფროსებს შორის საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა,  მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჩვენმა ნაკრებმა  ექვსი მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია, (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).

დღეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და  პრიზიორი კუდოში  თბილისის მერიამ დააჯილდოვა. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, გამართულ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა, მათ შორის თბილისელი 5 კუდოისტი;

ევროპის ჩემპიონები:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

გიორგი ჟვანია –  U19, კატეგორია – 240

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

მსოფლიოს ჩემპიონი საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარი ნანავა  (U16, 53 კგ.).

საქართველოს კუდოს ფედერაცია გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის თბილისის მერიას და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია, (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა, (5ოქრო, 1 ბრინჯაო).

24 დეკემბერს სენაკის სპორტის სასახლეში,  საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. ჩემპიონატს გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, სენაკის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი და სენაკის საკრებულოს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიგა წურწუმია დაესწრნენ.

საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგონებსა და ბიჭებს შორის გამოვლინდნენ, რომელთაც თასები, მედლები და სპეციალური სიგელები გადაეცათ.

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ გრემში არსებულ კუდოს კლუბში სემინარი ჩატარდა. საწვრთნელი პროცესი  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენები გაეცნენ კუდოს ტექნიკასა და სპორტის ამ სახეობაში არსებულ სხვადასხვა ცვლილებას.

კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით კიმანოები გადაეცათ.

გრემში არსებულ კუდოს კლუბში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელს, ზაქრო ხეჩიაშვილს:

 +995 577 583 041

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია ჩატარდა.

ზუგდიდში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, მწვრთნელებმა, ირაკლი პაპავამ, რომეო გაბლაიამ და ჯაბა ხარჩილავამ ჩაატარეს.

სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგიმიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

 ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელებს:

  568 914 207 – ირაკლი პაპავა (ზუგდიდი)

   597 233 133 – რომეო გაბლაია (ზუგდიდი)

 591 056 192 – ჯაბა ხარჩილავა (წალენჯიხა)

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია გრძელდება.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი ამჯერად ბათუმელ კუდოისტებს ჩაუტარდათ.

ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხემძღვანელობით,  ბათუმელმა მწვრთნელებმა ვაჟა თურმანიძემ და ნინო კოპაძემ ჩაატარეს.

სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

ბათუმში არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელებს:

   558 204 665  ნინო კოპაძე

   568 600 141 – ვაჟა თურმანიძე