Entries by

9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

9 მედალი, გუნდური პირველი ადგილი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP, –  ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს კუდოს ნაკრებმა   ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის. კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში  10-მა კუდოისტმა იასპარეზა და მედალი  ცხრამ მოიპოვა.   ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.  ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ […]

ქართველი კუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

3-4 თებერვალს, მალტაზე, ქალაქ პემბრუკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება იუნიორებს შორის. ევროპირველობაზე 13 ქვეყნის 200-მდე კუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის 10 საქართველოდან. 3 თებერვალს ტატამზე   U9, U11 ბიჭები და 7-15 წლის გოგოები გავლენ. 4 თებერვალს შეჯიბრი  13 და 16 წლამდე კუდოისტებს შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: დემეტრე კესარელი – U 11 (- 40კგ.); ანდრია სხულუხია – […]

თბილისში “ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში” კუდოს სექცია გაიხსნა

თბილისში კუდოს მორიგი სექცია გაიხსნა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კუდოზე ვარჯიში “ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში” შეუძლია. ტიტულოვანი ქართველი კიკბოქსიორის, დავით ქირიას მიერ დაფუძნებულ საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში  კუდოს სექციას მწვრთნელი რომეო გაბლაია ხელმძღვანელობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ დარბაზში კუდოში ვარჯიში კვირაში სამჯერ ტარდება. თბილისი, შალვა ნუცუბიძის #129ა დაგვიკავშირდით: ☎️ 575 779 108    ☎️ 597 233 133 […]

დავით ხახუტაშვილმა კუდოისტები და მწვრთნელები დააჯილდოვა

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიით დააჯილდოვა. საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას, სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ. შეხვედრაზე 2023 წელს მიღწეული წარმატებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დავით ხახუტაშვილმა კუდოისტებსა და მწვრთნელებს, […]

თბილისის მერიამ კუდოისტები  დააჯილდოვა

დღეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და  პრიზიორი კუდოში  თბილისის მერიამ დააჯილდოვა. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, გამართულ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 193 სპორტსმენი ინდივიდუალურად […]

საქართველოს ჩემპიონატი სენაკში გაიმართა

24 დეკემბერს სენაკის სპორტის სასახლეში,  საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. ჩემპიონატს გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, […]

სოფელ გრემში არსებულ კუდოს კლუბში სემინარი ჩატარდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ გრემში არსებულ კუდოს კლუბში სემინარი ჩატარდა. საწვრთნელი პროცესი  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენები გაეცნენ კუდოს ტექნიკასა და სპორტის ამ სახეობაში არსებულ სხვადასხვა ცვლილებას. კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით კიმანოები გადაეცათ. გრემში არსებულ კუდოს კლუბში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს […]

სამეგრელოში არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია ჩატარდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია ჩატარდა. ზუგდიდში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, მწვრთნელებმა, ირაკლი პაპავამ, რომეო გაბლაიამ და ჯაბა ხარჩილავამ ჩაატარეს. სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგიმიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.  ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა […]

ბათუმში კუდოისტებისთვის ატესტაცია ჩატარდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია გრძელდება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი ამჯერად ბათუმელ კუდოისტებს ჩაუტარდათ. ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხემძღვანელობით,  ბათუმელმა მწვრთნელებმა ვაჟა თურმანიძემ და ნინო კოპაძემ ჩაატარეს. სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ. ბათუმში არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ […]